რას გულისხმობს პროექტი mona.ge? - "გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წამზომი დღეიდან ჩავრთოთ"
"გირჩი - მეტი თავისუფლებამ" და "დროამ" ახალი ერთობლივი პროექტის - mona.ge-ს პრეზენტაცია გამართეს.
"პროექტ Mona.ge-ს აქვს სამი მიზანი:
1. დღეს საქართველოში არსებული რუსული რეჟიმის მონურ მორჩილებასა და სამსახურში მყოფთა მხილება და მათი ვინაობების გასაჯაროება;
2. მხილებული ადამიანების ვინაობების შენახვა ციფრულ ფორმატში მომავალი თაობებისთვის, როგორც ადამიანების, რომლებიც ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან და მძიმე პერიოდში სხვადასხვა ფორმითა და ფუნქციით იდგნენ რუსული რეჟიმის სამსახურში;
3. ამ ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის დასავლეთის ქვეყნებში გაქცევისა და თავშესაფრის მიღებისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა
ყოველკვირეულ რეჟიმში, სპეციალურ ბრიფინგზე ამ ადამიანების ვინაობები და მათი საქმიანობა გასაჯაროვდება
მხილებული ადამიანების სია ყოველთვიურ რეჟიმში გადაეგზავნებათ დასავლეთის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და დასავლეთის ქვეყნების საემიგრაციო სამსახურებს" - ნათქვამია პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.