loader

უბედური შემთხვევა ყვარელში - კაცს ნადირობისას ტყვია მოხვდა და დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბედური შემთხვევა ყვარელში - კაცს ნადირობისას ტყვია მოხვდა და დაიღუპა

ყვარელში უბედურ შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბუის ტყეში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იყო წასული, რა დროსაც ერთ-ერთ იქ მყოფს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა და დაიჭრა. მიღებული ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.