ვრცელდება "ჰამასის" თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ფესტივალზე გადაღებული კადრები, რომლებშიც გერმანელი ტურისტი შანი ლუკი ჩანს
ვრცელდება "ჰამასის" თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ფესტივალზე გადაღებული კადრები, რომლებშიც გერმანელი ტურისტი შანი ლუკი ჩანს.
7 ოქტომბერს გერმანიის მოქალაქე, 30 წლის შანი ლუკი თავდამსხმელებმა მუსიკალურ ფესტივალზე შეიპყრეს, შემდეგ კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანდა, რომ დაჯგუფების წევრებს ის უგონო მდგომარეობაში მანქანით გადაჰყავდათ.
შანი ლუკი შესაძლოა ცოცხალი იყოს. ამის შესახებ დედამ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ქალის თქმით, მისი ქალიშვილი მძიმე მდგომარეობაშია და ღაზის სექტორის საავადმყოფოში იმყოფება. დაზარალებულს სასწრაფო ევაკუაცია სჭირდება.