loader

"როგორც კი 16 წლის გახდებოდა, მილანის სააგენტო ელოდებოდა" - თაკო ჩხეიძე გარდაცვლილ მოდელს ემოციური პოსტებით ემშვიდობება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორც კი 16 წლის გახდებოდა, მილანის სააგენტო ელოდებოდა" - თაკო ჩხეიძე გარდაცვლილ მოდელს ემოციური პოსტებით ემშვიდობება

„ჯეომოდელსის“ დამფუძნებელი თაკო ჩხეიძე კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ულამაზესი მოდელის, მარიშა გვიდანის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

თაკო ჩხეიძე მარიშას ფოტოს ავრცელებს და წერს:

„ვაფრენ ამ გოგოზე, რატომ ასეთი უსამართლობა... როგორც კი 16 წლის გახდებოდა, მილანის სააგენტო ელოდებოდა. საოცარი მომავლის გოგო“, – წერს „ჯეომოდელსის“ დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. როგორც „ფორტუნას“ სააგენტოს წარმომადგენელმა განუცხადა, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მარიშა გვიდანი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ის მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.