რას ჰყვება გოგონა, რომელიც 14 წლის ასაკში იძულებით დანიშნეს - "პატარძლის კაბა, ოქრო, მზითევი, ქორწილის სუფრა, ყველაფერი მზად იყო, მაგრამ..."
ეთნიკურად აზერბაიჯანელი 20 წლის ჩინარა კოჯაევას ისტორია, გოგონას სიმამაცისა და გამბედაობის გამო, სამაგალითოა. ის ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც საკუთარ ოჯახსა და სოციუმში დამკვიდრებულ ტრადიციებს დაუპირისპირდა, რის გამოც სახლიდან წამოსვლა მოუხდა.
ჩინარა კოჯაევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში ცხოვრობდა, სადაც ბევრ ოჯახში, ადრეული ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა, წყვილების დაქორწინების გადაწყვეტილებას კი მათი მშობლები იღებენ.
ჩინარა სახლიდან 5 წლის წამოვიდა, 1 წლის განმავლობაში თავშესაფარში ცხოვრობდა. ბევრი იბრძოლა, გამოიარა რთული დღეები. დღეს ჩინარა ბედნიერია. ოცნება აისრულა და საქართველოს ტექნიური უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია.