"ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე თამარმა მეგობრებს შეტყობინება გაუგზავნა.." - ხუთსულიანი ოჯახი, რომელიც „ჰამასის“ ტერორისტების მსხვერპლი გახდა
ისრაელში ჰამასის ტერორისტებმა ხუთსულიანი ოჯახი ამოწყვიტეს.
მოკლულები არიან თამარი, იონათანი და მათი შვილები: შახარი, არბელი და ომერი.
მთელი ოჯახი ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს.
ცნობილი ხდება, რომ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე თამარმა ავსტრალიაში მცხოვრებ მეგობრებს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ კარგად იყო და საფრთხე არ ემუქრებოდა.
„გამარჯობა, მეგობრებო, ახლა ჩვენი სახლის სარდაფში ვიმყოფებით. ყველანი კარგად ვართ“ – წერდა თამარი.
შეტყობინება ადგილობრივი დროით 2:45 საათზე არის გაგზავნილი.