რას ამბობენ ჭოლას წასვლაზე მარჯანიშვილის თეატრში?
"ჩავსხდეთ ხომალდში, გაიშალოს ომის აფრები!"
"რეჟისორმა ლევან წულაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მიმართა...
ლევან წულაძის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება დღეს, 10 ოქტომბერს, გამოიცა... მან მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა", - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს...
ამ საკითხთან დაკავშირებით, "კვირის პალიტრა" მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებსა და რეჟისორებს ესაუბრა...
ეკა ჩხეიძე, მსახიობი:
- ლევანს დიდი ხანია უნდოდა თავისი, დამოუკიდებელი თეატრ-სახელოსნო ჰქონოდა... მას მერე, რაც სარდაფი აღარ არსებობს (რუსთაველის სარდაფის მერე იყო ვაკის... მერე იქიდან წამოვიდა და მარჯანიშვილზე, თეატრის წინ გააკეთა ახალი სარდაფი)... როგორც იცით, იქაც ვთამაშობდით სპექტაკლებს პარალელურად, მაგრამ ის ტერიტორია მერე გაიყიდა, მგონი, და მას შემდეგ დამოუკიდებელი თეატრ-სახელოსნოს ნოსტალგია ლევანს სულ ჰქონდა და ვულოცავ, რომ ეს ოცნება აისრულა... ძალიან კარგი სივრცეა, მიიწვევს მსახიობებს, ვისაც უნდა; დადგამს, რასაც უნდა, როგორც უნდა და როცა უნდა... განაგრძეთ კითხვა