ისრაელის სამხრეთით აღმოაჩინეს 40 ბავშვის ცხედარი - ზოგიერთს თავი ჰქონდა მოჭრილი - ისრაელის ტელევიზიის, i24 News-ის ჟურნალისტი ადგილიდან შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს
"ჰამასმა" სამხრეთ ისრაელში მდებარე კიბუცში ათობით ბავშვი დახოცა - ამის შესახებ ისრაელის ტელევიზია i24 News იუწყება. 40 ბავშვის ცხედარი, რამდენიმე - თავმოკვეთილი, ისრაელელმა ჯარისკაცებმა კფარ-აზაში იპოვეს, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ბავშვები კიბუცის საბავშვო ბაღში იყვნენ.
"ეს არ არის ომი, არც ბრძოლა, ეს სასაკლაოა", - განაცხადა გენერალ-მაიორმა იტაი ვერუვმა ჟურნალისტებთან.
კფარ-აზადან "ჰამასმა" ათობით ადამიანი გაიტაცა.