loader

“ინგა ფერაძის უკანასკნელი თხოვნაა ეს, სიკვდილის შემდეგ მაინც ავუსრულოთ უკანასკნელი ანდერძი“ - მაკა რაზმაძე მომღერლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ინგა ფერაძის უკანასკნელი თხოვნაა ეს, სიკვდილის შემდეგ მაინც ავუსრულოთ უკანასკნელი ანდერძი“ - მაკა რაზმაძე მომღერლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

“ინგა ფერაძის ბოლო სიმღერაა აქ-"ო,რა სევდიანი ჩავალ სამარეში თუ არ ჩამატანეთ იასამანი..."ბოლო სიმღერა და უკანასკნელი სურვილი-არ დაივიწყონ თბილისელებმა, არ დაივიწყოს საქართველომ!“ - წერს მაკა რაზმაძე და მომღერლის ვიდეოს აქვეყნებს.

“ცოცხალი ვერ ეღირსა სამწუხაროდ თავის სამშობლოში ჩამოსვლას და იქნებ ის მაინც ავუსრულოთ რომ მშობლიურ მიწაზე დაიკრძალოს. ინგა ფერაძის უკანასკნელი თხოვნაა ეს, რაც ოჯახს და მეგობრებს დაგვიბარა! იქნებ დაგვეხმაროს ხელისუფლება და საელჩო, იქნებ შესაძლებელი გახდეს ინგას გადმოსვენება და სამშობლოში დაკრძალვა! მოგმართავთ ყველას-დაგვეხმარეთ!!სიკვდილის შემდეგ მაინც ავუსრულოთ უკანასკნელი ანდერძი ადამიანს, რომელსაც არასდროს არავინ შეუწუხებია და პირიქით, თავისი კეთილი გულით და უსაზღვრო ნიჭიერებით ყველას ახარებდა ყოველთვის! გთხოვთ, სულ რამდენიმე დღე გვაქვს სანამ ბელგიაში დაიკრძალება.“