რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა თბილისში - “ძირითადად, ვაკე-საბურთალოს რაიონები დაზარალდა“
“მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები, ძირითადად, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში შექმნა.