ლაშა ჟვანია მიმართვას ავრცელებს
არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ. პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა და მომდევნო დღეებში რეისები კვლავ განხორციელდება.