"მე ვარ უზომოდ ბედნიერი და გახარებული" - ბინების გადაცემის ცერემონია "ჯარის ქალაქში"
ჯარის ქალაქი დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში“ ბინების გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არ იქნება ერთადერთი პროექტი და ანალოგიური პროექტი მალე შეიქმნება.