loader

"ნასვამი მძღოლი დაეჯახა ტროტუარზე მყოფ მარიშას, ბევრი სისხლი დაკარგა..." - ახალი დეტალები 15 წლის მოდელის გარდაცვალებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნასვამი მძღოლი დაეჯახა ტროტუარზე მყოფ მარიშას, ბევრი სისხლი დაკარგა..." - ახალი დეტალები 15 წლის მოდელის გარდაცვალებაზე

მოდელი მარიშა გვიდანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ამის შესახებ „ფორტუნას“ სააგენტოში Geomodels Agency განუცხადეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მოხდა. სააგენტოს წარმომადგენელი, მოდელის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის ადგილზე ჩაბარდა პოლიციას.

მარიშა გვიდანი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. როგორც სააგენტოში განგვიცხადეს, მოდელი მთელი ამ ხნის განმავლობაში მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ, 8 ოქტომბერს გარდაიცვალა.

„ნასვამი მძღოლი დაეჯახა ტროტუარზე მყოფ მარიშას.. ოჯახის წევრები გაოგნებულები იყვნენ. ძალიან ოპერატიულად იმოქმედა სასწრაფოს ბრიგადამ, კლინიკაში გადაიყვანეს.

მარიშამ ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება აღენიშნებოდა, ოპერაცია ჩაუტარდა... უმძიმესი მდგომარეობა იყო. განაგრძეთ კითხვა