loader

ცეცხლში გახვეული ღაზა ამ წუთებში - ისრაელმა ღაზაში ავიადარტყმების ახალი ტალღა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცეცხლში გახვეული ღაზა ამ წუთებში - ისრაელმა ღაზაში ავიადარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმების ახალ ტალღას ახორციელებენ.

თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელი ურტყამს „ტერორისტული დაჯგუფების, „ჰამასის“ ობიექტებს“.

როგორც timesofisrael-ი თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, დამატებითი დეტალები მალე გახდება ცნობილი.

შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 600-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2000-ზე მეტი. „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 370 პალესტინელი დაიღუპა და 2 200 დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ომი ოფიციალურად გამოაცხადა.