loader

ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა - რა შეზღუდვების გათვალისწინება მოუწევთ მოქალაქეებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა - რა შეზღუდვების გათვალისწინება მოუწევთ მოქალაქეებს

ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა - გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო, ინფორმაციას კი პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობამ აამოქმედა ე.წ. პარაგრაფი 40-ალეფი. არმიამ მოქმედების სრული თავისუფლება მიიღო, იტყობინება სახელმწიფო რადიოსადგური Kan-ი.

ეს პუნქტი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიიღოს ისეთი ზომებიც კი, რამაც შეიძლება ომი გამოიწვიოს. ამასთან, ომის გამოცხადების შემთხვევაში მოსახლეობასა და ბიზნესს კომპენსაციები ერიცხება განსხვავებულ ფორმატში, ვიდრე სამხედრო ოპერაციების ჩატარების დროს.

პარაგრაფი 40-ალეფი უკანასკნელად ამოქმედდა 50 წლის წინ, იომ კიპურის ომის დროს.

ცნობილი ხდება, რომ ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში სკოლები დახურული იქნება. იზღუდება საჯარო სივრცეში შეკრებაც - ღია სივრცეში შეკრება მხოლოდ ათ ადამიანს, შენობაშ კი 50-ს შეეძლება.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ამ დროის მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.