არიან თუ არა ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები? - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
"ისრაელში საქართველოს საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან...
ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან" - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე, 22 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "ჰამასმა" აიღო.