loader

"ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს! "ჰამასმა" სერიოზული შეცდომა დაუშვა" - ისრაელის არმიამ "ჰამასის" წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს! "ჰამასმა" სერიოზული შეცდომა დაუშვა" - ისრაელის არმიამ "ჰამასის" წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო

ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადბს, რომლის კომენტარსაც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ "ჰამასის" ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით "მძიმე შეცდომა" დაუშვა.

"დღეს დილით "ჰამასმა" სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს!“ - ნათქვამია გალანტის განცხადებაში.

ისრაელის არმიამ "ჰამასის" წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები აქვეყნებს.

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ჰამასის დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაცია "რკინის ხმლები" დაიწყო.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ საბრძოლო თვითმფრინავები ღაზას სექტორში "ჰამასის" სტრატეგიულ ობიექტებზე ახორციელებენ თავდასხმებს.

ამ დრომდე "ჰამასსა" და ისრაელის ჯარებს შორის საბრძოლო მოქმედებები მინიმუმ შვიდ ადგილზე მიმდინარეობს. ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 2200-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.