loader

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - არსებული ინფორმაციით 14 წლის გოგო ქმარმა მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - არსებული ინფორმაციით 14 წლის გოგო ქმარმა მოკლა

მკვლელობა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში. მოკლულია 14 წლის გოგონა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ქმარმა მოკლა.

როგორც ირკვევა, შემთხვევა ახლობლის ქორწილში მოხდა, სადაც მამაკაცი რამდენიმე თვის წინ მოყვანილ ცოლთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.