“კბილები რომ დააძრეს ჩვენს პენსიონერებს, ეს იყო ერთ-ერთი ავტორი... ეს “კაცმაცუნა“ - ზარქუამ პარლამენტში გიორგი ვაშაძის ძველი ჩანაწერი ჩართო
ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე გიორგი ვაშაძეს „კაცმაცუნა“ და „პოპულისტი“ უწოდა.
ეს „კაცმაცუნა“ ონკოლოგიურ დაავადებულებზე ამბობდა, რომ შავ ხვრელში ნიშნავს ფულის გადარიცხვა, დახარჯვა, დაფინანსებაო. აი, ეს ადამიანი. ახლა ვითომ დიდი გულშემატკივარი გამოვიდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მისამართით პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა.
ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძის სხდომათა დარბაზში გამოსვლას გამოეხმაურა.
მან სხდომათა დარბაზში მობილურ ტელეფონში ჩართო აუდიოჩანაწერი, სადაც გიორგი ვაშაძე ონკოლოგიურ დაავადებულებზე საუბრობს. ზარქუას განმარტებით, ამ ჩანაწერით სურს მთელ საქართველოს შეახსენოს, „რა პოპულისტთან გვაქვს საქმე“.