loader

(18+) უმძიმესი და სასტიკი კადრები სოფელ გროზიდან, სადაც სარაკეტო თავდასხმას 51 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(18+) უმძიმესი და სასტიკი კადრები სოფელ გროზიდან, სადაც სარაკეტო თავდასხმას 51 ადამიანი ემსხვერპლა

უკ­რა­ი­ნის სო­ფელ გრო­ზა­ში რუ­სე­ბის სა­რა­კე­ტო იე­რი­შის შე­დე­გად, ყვე­ლა ოჯა­ხი და­ზა­რალ­და. ოკუ­პან­ტე­ბის თავ­დას­ხმას, ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 51 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის შემ­დეგ სოფ­ლის ყვე­ლა ოჯახს ჰყავს გარ­დაც­ვლი­ლი ან და­შა­ვე­ბუ­ლი. თავ­დაც­ვის უწყე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში რუ­სეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს. სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ე­ბი არ ყო­ფი­ლა. რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტი "რია" იტყო­ბი­ნე­ბა, რომ რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა 20 სა­ჰა­ე­რო და სა­არ­ტი­ლე­რიო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს უკ­რა­ი­ნულ სა­მიზ­ნე­ებ­ზე კუ­პი­ანსკის რა­ი­ონ­ში. ეს ის ოლ­ქია, სა­დაც სო­ფე­ლი გრო­ზა მდე­ბა­რე­ობს. სა­ა­გენ­ტოს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რო­დის გან­ხორ­ცი­ელ­და დარ­ტყმე­ბი და არც სო­ფე­ლი გრო­ზა უხ­სე­ნე­ბია.

სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ომში და­ღუ­პუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცის დაკ­რძალ­ვას ეს­წრე­ბოდ­ნენ. მსხვერ­პლთა შო­რის არი­ან და­ღუ­პუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცის ქვრი­ვი, მათი ვაჟი, რო­მე­ლიც ასე­ვე ჯა­რის­კა­ცი იყო და მისი ცოლი.