loader

“განახლება კარგია, მაგრამ ასეთი უპატივცემულობა ქვეითის მიმართ რას ნიშნავს?“ - რა გადაიღო მოქალაქემ თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“განახლება კარგია, მაგრამ ასეთი უპატივცემულობა ქვეითის მიმართ რას ნიშნავს?“ - რა გადაიღო მოქალაქემ თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე?

ანონიმური მონაწილე ჯგუფში “ქალაქის პრობლემები“ გზებზე არსებული პრობლემის შესახებ წერს:

“ინფრასტრუქტურის განახლება კარგია, მაგრამ ასეთი უპატივცემულობა ქვეითის მიმართ რას ნიშნავს? ასეთ პროექტს როგორ არ აქვს ბიუჯეტში გამოყოფილი იმის თანხა, რომ ეს დეტალიც გათვალისწინდეს და დაიგეგმოს. პროექტის მენეჯმენტი შემსრულებელ კომპანიას სმენია? სად არის მერია?

ასევე თან დავურთავ მაგალითებს, ზოგადად როგორ უნდა მოხდეს გზის რეაბილიტაცია, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ყოველი სკოლის, უნივერსიტეტის და სამსახურის გზა იძულებით ლაშქრობად არ ექცეს. და ახლა ვინც იმას იტყვის, რომ პავლეც ცუდად თხრიდა გზებს და პეტრეს უარესი სიტუაცია აქვს მსოფლიოს მეორე ნაწილში, თავი მოიფხანოს და დაფიქრდეს, საით უნდა განვითარდეს და საერთოდ თუ აწუხებს ეს სურვილი.“