თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა
ამ წუთებში მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა გაჩერებულია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, გაჩერების მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. ამ დროისთვის მატარებელი წერეთლის სადგურზეა გაჩერებული. მას ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც გადაადგილება მეორე ხაზის სხვა სადგურებზეც შეფერხებულია.
უცნობია, როდის მოხდება მოძრაობის აღდგენა.
განახლება: თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა.