ხაშურში, სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა
ხაშურში, სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, საზოგადოებას მოუწოდებს, ისარგებლონ სოფელ ნატახტევთან დამაკავშირებელი მოქმედი ალტერნატიული ხიდით.
"დაზიანდა სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა. ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე, ა(ა)იპ "ხაშურსერვისის" ხელმძღვანელობა. მოწყობილია მოძრაობის შემაკავებელი ბარიერები. მუნიციპალიტეტი ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს ხიდის დროულად აღდგენისთვის. მანამდე კი მოსახლეობას ვთხოვთ, ისარგებლონ სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი მოქმედი ალტერნატიული ხიდით," - ნათქვამი განცხადებაში.