"რუსეთი აპირებს უკვე მე-3 სამხედრო ბაზის, საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ნებართვის გარეშე, ეს არის ოკუპაციის შედეგი" - ირაკლი ღარიბაშვილი
"მივიღე მნიშვნელოვან დისკუსიაში მონაწილეობა, ეს იყო მრგვალი მაგიდის ფორმატი და დისკუსია შეეხებოდა მულტილატერალიზმს, ასევე, გეოსტრატეგიულ საკითხებს და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ უსაფრთხოების საკითხები მიმოვიხილეთ",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბუნებრივია, საკითხი ეხებოდა უკრაინის ომს და მის გავლენებს რეგიონზე, მათ შორის, ჩვენს რეგიონში მიმდინარე სიტუაციას და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს.