loader

„კომაროველები KIU-შიც ბრდღვნიან, მაგრამ ჩხარის #1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უნდა თქვან, ხალხი ვართო!“ - ალექსანდრე ჯეჯელავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„კომაროველები KIU-შიც ბრდღვნიან, მაგრამ ჩხარის #1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უნდა თქვან, ხალხი ვართო!“ - ალექსანდრე ჯეჯელავა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა [KIU] გამოაქვეყნა ამავე სასწავლებელში ჩარიცხულ პირველკურსელ სტუდენტთა სტატისტიკა, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საშუალო საკონკურსო ქულით ტოპ-სკოლების მიხედვით.

რეიტინგის მიხედვით, ლიდერობს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. მეორე ადგილზეა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 სკოლა, მესამე პოზიციას კი ილია ვეკუას სახელობის სკოლა იკავებს.

აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებს სოციალურ ქსელში ყოფილი განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეხმიანება:

„კომაროველები KIU-შიც ბრდღვნიან, მაგრამ ჩხარის #1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უნდა თქვან, ხალხი ვართო!“ – წერს ალექსანდრე ჯეჯელავა.