"თუ ვხუმრობდე... უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ძირითადად ჩუმად ზის, მოვიდა და მითხრა, ეს უნდა გადმოგცეთო; თუ გამოიცნობთ, რა იყო?" - ანა წითლიძე
"თუ ვხუმრობდე... სესიის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში, უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ძირითადად ჩუმად ზის, არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია - რაღაც დიდი დასტა ქსეროქსებით მოვიდა, ეს უნდა გადმოგცეთ და განახოთო, რომ აწი ოროსანი არ დაუძახოთო. თუ გამოიცნობთ, რა იყო? დაჩი ბერაიას სკოლის ატესტატი და დიპლომების ასლები. ალბათ, როინ მეტრეველისგან იყიდა ეგ დიპლომები - მაგ დროს მიწისქვეშა გადასასვლელებში ყიდდნენ ნებისმიერი ფერის დიპლომს-მეთქი.რა დარდები ჰქონია დაჩის. რუსს რომ ვეძახი, არ ადარდებს და ოროსანი უტყდება" - წერს ანა წითლიძე.