loader

"ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა საფარი კაცების უფლებებსაც იცავს" - რას წერს ბაია პატარაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა საფარი კაცების უფლებებსაც იცავს" - რას წერს ბაია პატარაია

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა საფარი • Sapari კაცების უფლებებსაც იცავს - ამის შესახებ ბაია პატარაია წერს:

"ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა საფარი • Sapari კაცების უფლებებსაც იცავს. ბიჭებო, უფრთხილდით ინტერნეტში გაცნობილ “გოგოებს”, რომლებიც ვითომ საკუთარ ინტიმურ ვიდეოებს გიგზავნიან და თქვენც იგივეს გთხოვენ. უკვე არაერთი შემთხვევა დაგვიფიქსირდა, რომ ბიჭებს ფულს სძალავენ ფეიქ პროფილები, რომელთა იდენტიფიცირება რთულია და ხშირად საზღვარგარეთ გადის კვალი. მოკლედ, ნუ გაუგზავნით ისეთ ინტიმური შინაარსის ვიდეოს უცხო პირს, სადაც თქვენი სახეც ჩანს. და თუ მაინც ასეთი ამბავი შეგემთხვათ, ფულს მაინც ნუღარ მიახარჯავთ ზედ. კონსულტაციისთვის დაგვირეკეთ და ჩივილს თუ დააპირებთ, დაგაკვალიანებთ კიდეც. პ.ს. ამ პოსტის შთაგონება ჩვენი იურისტი ცირასაგან მოდის. Tsira J. G. Erny მალე ფრთებიც ამოგივა.

პ.პ.ს. ხუმრობა იქით იყოს და, ახალგაზრდა კაცებთან კარგა ხანია ვმუშაობთ და კიდევ უფრო მაგარი რაღაცების გაკეთებას ვაპირებთ ბიჭებისათვის, ამიტომ ეგრეც არაა რააა" - წერს პატარაია.