"ეს ძუ**ა მკვდარია, მოვკალი და მისი უმანკო ქალიშვილიც გავაუპატიურე" - შემაძრწუნებელი ამბავი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა
ჯიპსი როუზ ბლანშარდმა ციხე დატოვა. გოგონას პირველი ფოტოები ინტერნეტში გამოჩნდა. ჯიპსიმ დედის მკვლელობისთვის 7 წელი მოიხადა.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ გოგონა, რომელმაც მთელი ცხოვრება ეტლში ჟანგბადის ბალონით გაატარა, სინამდვილეში სრულიად ჯანმრთელი იყო? იმისათვის, რომ თავისი ჯანმრთელობა დაემტკიცებინა, სასტიკად გაუსწორდა საკუთარ დედას. ამ შემზარავმა შემთხვევამ ყველას დაანახა, თუ რა მახინჯი ფორმა შეიძლება მიიღოს სიყვარულმა.
ამერიკელი დი-დი ბლანშარი თავდადებული დედა ჩანდა, რომელიც არაფერს იშურებდა შშმ პირი შვილისთვის. სამსახურიც კი მიატოვა, რათა "ავადმყოფი შვილისთვის", ჯიპსი როუზისთვის, უკეთესად მოევლო. ყველგან და ყოველთვის ერთად იყვნენ. დედას ჟანგბადის ბალონიც კი თან დაჰქონდა „ასთმის მძიმე ფორმის მქონე“ ქალიშვილისთვის.
ჯიპსის დიაგნოზების ჩამონათვალი, რომლებსაც დედა გარშემო მყოფებს ჩამოუთვლიდა ხოლმე, საკმაოდ გრძელი და საშიში იყო. ასთმა, გენეტიკური დარღვევები, ეპილეფსია, კუნთების ატროფია, აპნოე და ლეიკემიაც კი. ამის ფონზე არავის უკვირდა, რომ გოგონა სახლში იღებდა განათლებას. დედა დაჟინებით მოითხოვდა, რომ მის შვილს ისე მოქცეოდნენ, როგორც პატარა ბავშვს, რადგან დედის თქმით, მის შვილს გონებრივი ჩამორჩენა ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა