loader

მკვლელობა კახეთში - მოკლულია 47 წლის მამაკაცი, სავარაუდო ბრალდებული ყოფილი პოლიციელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა კახეთში - მოკლულია 47 წლის მამაკაცი, სავარაუდო ბრალდებული ყოფილი პოლიციელია

კახეთში, ჭიკაანში, გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 47 წლის მამაკაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი ეკლესიასთან ქეიფობდა, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცი მოკლეს.

ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებულია თუ არა სავარაუდო დამნაშავე. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული ყოფილი პოლიციელია.

"რუსთავი 2" დამატებით დეტალებს არკვევს.