“გელათი! ფერწერის მდგომარეობა დინამიკურად მძიმდება, ცვენის პროცესს ვერაფერი აჩერებს“ - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში
“გელათი! პოლიტიკური როქის გათამაშებიდან, ანუ წულუკიანის მიერ პასუხისმგებლობის არიდების და დანაშაულებრივი "რესტავრაციის" კატასტროფული შედეგების აღმოფხვრისთვის გელათის საპატრიარქოსთვის გადაბარებიდან 7 თვის თავზე, ფერწერის მდგომარეობა დინამიკურად მძიმდება. ცვენის პროცესს ვერაფერის აჩერებს.
ამ დროში, რაც გარე სამუშაოების საწარმოებლად ხელსაყრელ პერიოდს დაემთხვა, ტენიანობის შემანარჩუნებელი ფაქტორის, უხარისხო დროებითი გადახურვის შეცვლის გადაწყვეტილებაც ვერ იქნა მიღებული. ზამთრის დადგომამდე ორი თვე რჩება და იმედი, რომ მორიგ ზამთარს გელათი შესაბამისი ხარისხის და მდგომარეობის შემამსუბუქებელი დროებითი გადახურვით შეხვდება, პრაქტიკულად გადაწურულია.“ - ავრცელებს ვიდეოს “ევროპა ჩვენი სახლია“.