"თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი?" - ხათუნა სამნიძე "ქართულ ოცნებას"
თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი? შიშისგან მზად ხართ, მთელი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროთ, ადამიანები უბრალოდ გვერდზე გადადოთ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ, - ასე მიმართა "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართულ ოცნებას".
როგორც მან თავისი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მმართველი გუნდი ფონს "აქციების აკრძალვით“ ვერ გავა.