loader

რა აუდიოჩანაწერი მოასმენინა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში დეპუტატებს? - "დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა აუდიოჩანაწერი მოასმენინა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში დეპუტატებს? - "დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ!"

არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით და აგიხსნით, რატომ; დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ, იმიტომ, რომ უკვე არ არის სერიოზული ქართველი ხალხის დაცინვა თქვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

განცხადების გაკეთებამდე მან სხდომათა დარბაზში მსხდომ დეპუტატებს მოასმენინა ნაწყვეტი მხატვრული ფილმიდან „ნატვრის ხე“ - „მოდის გაცოფებული მღელვარება, დელგმა, ნიაღვარი, რევოლუცია მოდის“, რის შემდეგაც განაცხადა, რომ რევოლუცია საქართველოში არ მოდის, რადგან ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.