loader

რა განაცხადა საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ პროცესის დაწყებამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა განაცხადა საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ პროცესის დაწყებამდე

სასამართლო ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დასწრება არის სავალდებულო და კარგი, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში. თუ არ დაესწრება, ჩვენ ადგილზე თათბირით გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცევით, - ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე ისაუბრა.

როგორც მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, ემზადებიან სასამართლო სხდომისთვის, რომელიც დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება. მისივე განმარტებით, პლენუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი.