ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე "ინსტაგრამზე" დავით კოდუასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
მას შემდეგ რაც ერეკლე კოდუამ სოციალურ ქსელში ძმის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც დავით კოდუა ყოფილ მეუღლესთან, ნათია გედევანიშვილთან არის გადაღებული, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
როგორც დავით კოდუას დედამ ლაურა ღაჭავამ 15 სექტემბერს Ambebi.ge-სთან საუბრისას განაცხადა, დავით კოდუას ოჯახი არასდროს მიუტოვებია, ალექსანდრა კი "შემთხვევითი ადამიანია".
"ოჯახი არასოდეს მიუტოვებია. ის ყოველთვის ყურადღებიანი მეუღლე იყო და ყურადღებიანი ახლაც არის. შვილებს ხომ გადაყოლილია. ის შემთხვევითი ადამიანი ვინც არის, ალექსანდრა, მე არ ვიცი, მე მაგ საქმეში არ ვერევი და არც მაინტერესებს. მე მაინტერესებს ჩემი ოჯახი, პირადი ოჯახი და შვილების ოჯახი, მეტი არ მაინტერესებს, იმის გარეთ რა ხდება", - ამბობდა ის.