შოკისმომგვრელი კადრები - ავსტრალიაში მეთევზეების ნავს ვეშაპი დაეჯახა, არის მსხვერპლი
ავსტრალიაში მეთევზეების ნავს ვეშაპი დაეჯახა, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ასევე დაშავდა ერთი პირი, რომელიც სავაადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც Reuters წერს, სიდნეიში, მაშველებმა წყლიდან ნავზე ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთ-ერთი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.