loader

რას ამბობს სერიალ „ცხელი ძაღლის“ მსახიობი გავრცელებულ ვიდეოზე, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს სერიალ „ცხელი ძაღლის“ მსახიობი გავრცელებულ ვიდეოზე, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა

"ახლა მუ­შა­ო­ბა ერთ როლ­ზე და­ვას­რუ­ლე. კი­ნო­ში გა­და­მი­ღეს, კა­ნა­დე­ლი რე­ჟი­სო­რია ჩა­მო­სუ­ლი და ფილმზე ამიყ­ვა­ნა. "ფორ­ტუ­ნა პლუ­სი“ ჰქვია სუ­რათს. თა­ვი­დან თით­ქოს უარი ვთქვი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორ­მა და­მარ­წმუ­ნა - თქვენ უნდა იყო­თო. ძა­ლი­ან დარ­დი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის როლი ვი­თა­მა­შე, რო­მელ­საც თა­ვის პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი აქვს,“ - გვე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი ვა­სი­კო ბახ­ტა­ძე, რო­მელ­საც კი­ნო­სა თუ თე­ატ­რში არა­ერ­თი როლი აქვს შექ­მნი­ლი. არა­ერთ პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­შიც უთა­მა­შია...

მა­სობ­რი­ვად ცნო­ბი­ლი კი კრი­მი­ნა­ლუ­რი სე­რი­ა­ლის "ცხე­ლი ძაღ­ლი“ შემ­დეგ გახ­და, სა­დაც პო­ლი­ცი­ელ რეზო ქა­თა­მა­ძის როლი შე­ას­რუ­ლა.

ვა­სი­კო ბახ­ტა­ძე AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია. ვსა­უბ­რობთ კა­რი­ე­რა­ზე, ნა­თა­მა­შევ როლ­ზე, თე­ატრზე, კი­ნო­ზე და ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც მას ავ­ტო­ბუს­ში მგზავ­რო­ბი­სას ვი­ღა­ცამ უნე­ბარ­თვოდ გა­და­უ­ღო...

- ცოტა ხნის წინ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ვი­ღა­ცამ ფოტო უნე­ბარ­თვოდ გა­და­გი­ღოთ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა და სა­ო­ცა­რი წარ­წე­რა გა­უ­კე­თა. ამ ფაქ­ტმა ადა­მი­ა­ნებ­ში თქვენ მი­მართ თა­ნაგ­რძნო­ბა გა­ა­ჩი­ნა, რა­საც კო­მენ­ტა­რე­ბით გა­მო­ხა­ტავ­დნენ. რო­დე­საც ნა­ხეთ ფოტო, რო­გო­რი იყო თქვე­ნი რე­აქ­ცია?

- რო­გორც ჩანს, ვი­ღაც ბავ­შვმა ჩუ­მად გა­და­ი­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სა. სა­ო­ცა­რი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა - "ასე არ უნდა ხდე­ბო­დეს, ქარ­თუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ავ­ტო­ბუ­სით არ უნდა მგზავ­რობ­დეს“ და რა არ წა­ვი­კი­თხე. თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ხან ავ­ტო­ბუ­სით მივ­დი­ო­დი და მოვ­დი­ო­დი, ხან ფე­ხით, ხან მან­ქა­ნით, ხან ტაქ­სით... მაგ­რამ ახლა ისე­თი სა­ცო­ბე­ბია, ავ­ტო­ბუ­სის გარ­და სხვა­ნა­ი­რად ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბი. სწო­რად გა­მი­გეთ, ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბა ამ დროს ბევ­რად ხელ­საყ­რე­ლია. გა­ვოც­დი, როცა ამა­ზე მთე­ლი ამ­ბა­ვი ატყდა. "უი, გა­მა­თხოვ­რე­ბუ­ლა", უი, ასე, უი, ისე... რა­ტომ ვარ გა­მა­თხოვ­რე­ბუ­ლი, ასე დავ­დი­ვარ, ასე გა­და­ვად­გილ­დე­ბი, ეს ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა. იმ კო­მენ­ტა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­ტყვი, თუ ვინ­მემ იცის, რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო, მი­თხრას. შე­ვეც­დე­ბი ისე ვიყო... მაგ­რამ ისიც არის - ყვე­ლას ვერ გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბი, რა ვქნა..

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენ­თან ფო­ტოს რო­გორც პო­პუ­ლა­რულ მსა­ხი­ობ­თან დღემ­დე იღე­ბენ, მაგ­რამ ეს თქვენ­თან შე­თან­ხმე­ბით და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბი­თაც ხდე­ბა...

- რომ ეთ­ქვა, ვი­ღე­ბო, თუ ჩემი ასე­თი ფოტო უნ­დო­და, უფრო ტრა­გი­კულ სა­ხეს მი­ვი­ღებ­დი. თან, გა­სა­ო­ცა­რი მუ­სი­კა და­ა­დო, ისე­თი, რომ ნა­ხე­ვარ­მა სა­ქარ­თვე­ლომ და­მი­რე­კა, ხომ ცო­ცხა­ლი ხარო?!. არის გა­საბ­რა­ზე­ბე­ლი, მაგ­რამ არ ვბრა­ზობ და არ ვჩხუ­ბობ, რად­გან ვე­რა­ფერს შევ­ცვლი... განაგრძეთ კითხვა