loader

ვინ არის მამის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა - "დედინაცვალი მოუკვდა და წლის ხარჯი ჰქონდათ, მაგრამ..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მამის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა - "დედინაცვალი მოუკვდა და წლის ხარჯი ჰქონდათ, მაგრამ..."

მამის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. 27 წლის სანდრო ინაურმა სამართალდამცველებს საზარელი მკვლელობის შესახებ თავად უამბო.

ირკვევა, რომ კაცი სოფელში ბებიის დასაფლავებაზე იყო ჩასული, რა დროსაც, სავარაუდოდ, ნასვამ მამა-შვილს შორის კონფლიქტი მოხდა, რაც შვილის მიერ მამის მკვლელობით დასრულდა.

ცნობილია ისიც, რომ მშობლის მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა ცხედარი საგუშაგოების გავლით თბილისში წაიღო და საკუთარ აგარაკზე დამალა. ამის შემდეგ ის უკან, სოფელში დაბრუნდა და თანასოფლელებთან ერთად მამის ძებნის ოპერაციაში ჩაერთო. საბოლოოდ კი, დანაშაულის შესახებ პოლიციას თავადვე უამბო.

"დედინაცვალი მოუკვდა და წლის ხარჯი ჰქონდათ, მაგრამ რა მოხდა იმ ღამეს, რა გაკეთდა, არაფერი ვიცით. გავიგეთ, რომ კაცი დაიკარგა, მაგრამ სად დაიკარგა, არავინ იცოდა. თურმე ის ბიჭი აქ იყო და რა ვიცით ჩვენ, რა ხდებოდა. გამოვიდა ხალხი, მეზობელი კაცი და ეძებდა კაცს. მოვიდა ჩემთან ბიჭიო, ყავა დავალევინეო და ასე უთქვამს, წავალ, მამასაც მოვიყვანო და არ მოიყვანო, სძინავს, კუჭი სტკიოდაო და იმის მერე ეძებდნენ. არ გამოჩნდა. თვითონ აღიარა. მთელი პოლიცია აქ იყო. ავჭალაში წაიყვანა", - ამბობს ადგილობრივი.

ვიდეო: მთავარი: