loader

რას ჰყვებიან მეზობლები სასტიკ მკვლელობაზე - "მამის ცხედარი გაუხვევია პლედებში, საკუთარი ავტომანქანის საბარგულში მოუთავსებია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვებიან მეზობლები სასტიკ მკვლელობაზე - "მამის ცხედარი გაუხვევია პლედებში, საკუთარი ავტომანქანის საბარგულში მოუთავსებია"

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მოკლულის ახლობლები საუბრობენ, მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, შვილმა მამის ცხედარი პლედებში გაახვია, ავტომობილის საბარგულში მოათავსა და თბილისთან ახლომდებარე აგარაკზე დამალა.

მეზობლების ინფორმაციით, მამა-შვილს შორის უთანხმოებას ადგილი ხშირად ჰქონდა.

„ძირითადად, თბილისში ცხოვრობდნენ, ოჯახი სოფელში ხშირად არ ჩამოდიოდა, თუმცა ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობაზე გვქონდა ინფორმაცია. გარდაცვლილი საუკეთესო ადამიანი იყო, ძალიან კარგი კაცი; ვინც იცნობდა, ყველას უყვარდა. შვილი კი - სრულიად განსხვავებული, ხშირად კამათობდა მამასთან, არც ხასიათით გამოირჩეოდა, უცნაური ბიჭი იყო ყოველთვის. ამ შემზარავ ფაქტზე მოგვიანებით გავიგეთ. სანადირო თოფით მოუკლავს, მერე კი, კვალი რომ დაეფარა, მამის ცხედარი გაუხვევია პლედებში, საკუთარი ავტომანქანის საბარგულში მოუთავსებია და ასე გადაუტანია თბილისში. თბილისთან ახლოს აგარაკიც აქვთ და იქ დაუმალავს. გაოგნებულია ყველა, მართლა საუკეთესო ადამიანი იყო უშანგი ინაური. მეუღლე შარშან გარდაეცვალა. ყველაფერი გააკეთა შვილისთვის, სახლი, აგარაკები, მანქანა - ყველაფერი შეუძინა, მაგრამ ამ შვილის, 28 წლის ბიჭის ხელით დაიღუპა. კარგია, რომ მალევე დააკავეს“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ მოკლულის მეზობელმა.