loader

"არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა! - ითქვა, რომ სტუდენტებს ვალი გაუნულდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვალი ჩამოეწერებათ, ვალი აღარ ექნებათ, თუმცა ეს ბიუჯეტიდან 40 მილიონის გადახდის საჭიროებას არ მოითხოვს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, “ევროოპტიმისტების“ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც მან მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ განაცხადეს, საბიუჯეტო ცვლილებებში ასახული არ იყო პრემიერი-მინისტრის მიერ დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის მიცემული დაპირება.