"მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც უმუშევარია და ეძებს სამსახურს, ხელფასი 2 500-დან 3 000 ლარამდეა" - კახა კალაძე
თბილისის მერიამ 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანსია გამოაცხადა.
როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაახლოებით 400 მძღოლის ვაკანსია იქნება და მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო 2500-3000 ლარამდე შეადგენს.