"გზის საფარს ბზარები გაუჩნდა" - თბილისის რომელ ქუჩაზე შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა?
"თბილისი - ბახტრიონის ქუჩას ბზარები გაუჩნდა, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება" - ვიდეოს სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" აქვეყნებს.
თბილისის მერიის ცნობით, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ გზის საფარი უახლოეს დღეებში აღდგება. შეზღუდვა კი ბახტრიონის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს შეეხება.