"გინდა "ნაცები" გვეძახეთ და გინდა გაყიდულები, არ მაინტერესებს... მოდით ხვალ კონსერვატორიასთან" - პიანისტი გიორგი გიგაშვილი წულუკიანის გადაწყვეტილებაზე
საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი პიანისტი გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას, კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მოუწოდებს, ხვალ აქციაზე მივიდნენ.
"ხვალ, 11:00-დან კონსერვატორიასთან. (გრიბოედოვის 8-10)ყველას, ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია.დაარქვით გინდა აქცია, გინდა ნაცები გვეძახეთ და გინდა გაყიდულები. არაფერი არ მაინტერესებს.და ყველას გეხებათ ეს, ყველა მოდით.ერთად ვიდგეთ.გთხოვთ." - წერს პიანისტი.
კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები გაუქმდა. ინფორმაციას თავად კონსერვატორია ავრცელებს.