loader

ვინ იყო ქართველი მამაკაცი, რომელიც აშშ-ში ქართველმა მოკლა - რა მოხდა ბრუკლინში და რას წერს მკვლელობაზე ადგილობრივი მედია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო ქართველი მამაკაცი, რომელიც აშშ-ში ქართველმა მოკლა - რა მოხდა ბრუკლინში და რას წერს მკვლელობაზე ადგილობრივი მედია?

ნიუ-იორკში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ ასევე ქართველმა შელაპარაკებისას დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პრესა ავრცელებს.

43 წლის მა­მუ­კა ყუ­ლოშ­ვილ­სა და მის მე­გო­ბარს, გი­ორ­გი ხა­ჯა­ლი­ას შორის კონ­ფლიქ­ტი მა­თი­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ, ბრუკლინში მოხდა.

მეზობლების ცნობით, ემიგრანტები მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ხშირად იკრიბებოდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ხაჯალიამ მას ცივი იარაღით 15-მდე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ყულოშვილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, მომ­ხდა­რი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ, კი მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია. პოლიციამ ხაჯალია მკვლელობის, მუქარისა და თავდასხმის ბრალდებით დააკავა. მე­ზობ­ლე­ბი მე­დი­ას­თან ჰყვე­ბი­ან, რომ მა­მა­კა­ცებს შო­რის ხში­რად იყო კონ­ფლიქ­ტი.მათივე ცნობით, არც მოკ­ლულს და არც სა­ვა­რა­უ­დო მკვლელს მა­ნამ­დე კა­ნონ­თან პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნი­ათ.