"როცა არსებობს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება" - საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთმა ხელმძღვანელმა პირმა დატოვა
სებ-იდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში დღეს ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა დაწერა.
„როცა არსებობს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება“ - დაწერა ცქიტიშვილმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძისათვის საერთაშორისო სანქცირების ჯერ მიერთების და შემდეგ მოხსნის ფონზე საბჭო სამმა წევრმა დატოვა - ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ, რომლებიც ვიცე-პრეზიდენტები არიან. რობერტ სინგლეტარს კი უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში გასდის. ამასთან, ამ გადაწყვეტილების გამო პოსტი დატოვა სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა - გიორგი ბაქრაძემ.