ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქმარმა მოკლა - ახალი დეტალები
26 სექტემბერს, გამთენიისას, ქალაქ ბოლნისში უმძიმესი დანაშაული მოხდა. 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა შელაპარაკების ნიადაგზე დანით ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ამ შემზარავ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ბავშვი ცდილობდა მოჩხუბარი მამის გაჩერებას, რა დროსაც მან დაზიანება ფეხის არეში მიიღო. საბედნიეროდ, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. რაც შეეხება მამაკაცს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.