loader

"ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი - მე კაცად გამზარდა დედაჩემმა" - რა თქვა სასამართლო პროცესზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი - მე კაცად გამზარდა დედაჩემმა" - რა თქვა სასამართლო პროცესზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულმა?

"ასი­დან ას შემ­თხვე­ვა­ში ასე მო­ვიქ­ცე­ვი. მე კა­ცად გამ­ზარ­და დე­და­ჩემ­მა", - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე­ზე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა ტატო ხუნ­და­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან მოხ­და, თვი­თონ კი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­და "ამ აურ­ზა­ურ­ში“.

"ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე ჩემს ოჯახ­შია გაზ­რდი­ლი… მათი მხრი­დან იყო შე­ძა­ხი­ლე­ბი, "კახი კა­ლა­ძის მო­ნე­ბი ხართ“, "სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მი ხართ“. ამას­თან, დე­და­ჩემს, რომ ასე შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს, ასი­დან ას შემ­თხვე­ვა­ში ასე მო­ვიქ­ცე­ვი. მე კა­ცად გამ­ზარ­და დე­და­ჩემ­მა.

მე ვარ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და შემ­თხვე­ვით მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ში, ამი­ტომ უნ­დათ ამის გა­მო­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად“, - გა­ნა­ცხა­და ტატო ხუნ­და­ძემ.

კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, მი­რი­ან სვა­ნა­ძის თქმი­თაც, და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა თა­ვად ეძგვე­რა­ძის მხრი­დან მოხ­და.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე­ზე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე 6 პირს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბრალ­დე­ბულ­თა მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: მი­რი­ან სვა­ნი­ძე, გი­ორ­გი ქიშ­მა­რია, ტატო ხუნ­და­ძე, ელ­გუ­ჯა ჩო­ხე­ლი, ლაშა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი და ბექა ავ­სა­ჯა­ნაშ­ვი­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბით იშუ­ამ­დგომ­ლა. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა მა­რი­ამ ბე­გი­აშ­ვილ­მა სხდო­მა­ზე გან­მარ­ტა, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან არ­სე­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­ზე და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მი­მალ­ვის საფრ­თხე­ე­ბი, ამი­ტომ, სას­ჯე­ლი უნდა იყოს მკაც­რი.

ად­ვო­კა­ტებ­მა კი, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვეს. დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბით, აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუ­ეა ის, რაც ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში წე­რია, ისე რო­გორ სიც­რუ­ეა ის, რომ საქ­მეს ჰყავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი­ვე თქმით, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ამ ეტაპ­ზე და­უდ­გე­ნელ სხვა პი­რებ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში, გლ­და­ნის I მიკ­რო-რა­ი­ონ­ში, ერთ-ერთი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ოთხ პირს თავს და­ესხნენ და მათ მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის. 126-ე მუხ­ლის 1-ლი პრი­მა ნა­წი­ლის "ბ“ და "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ძა­ლა­დო­ბა ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად და ორი ან მეტი პი­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.