loader

ერევანში დაკავებული მომიტინგეების რიცხვმა 140-ს გადააჭარბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერევანში დაკავებული მომიტინგეების რიცხვმა 140-ს გადააჭარბა

პოლიციამ ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დღეს დილით 142 მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას სომხური მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მომიტინგეები პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დააკავეს.

ერევანში დაუმორჩილებლობის აქციები 25 სექტემბერს დილიდან დაიწყო. მომიტინგეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. ისინი ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებში ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.