“ხელისუფლების მცდელობა, დააშინოს და დაიჭიროს პოლიტიკური ოპონენტები, ვერ მოიტანს მათთვის სასურველ შედეგს - მოვითხოვთ ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას“ - ოპოზიცია
“ქართული პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა და პარტიული კუთვნილებისა, ყველა, ვისაც გვაერთიანებს ევროპაში ინტეგრაციის სურვილი, გვაერთიანებს საქართველოს ისტორიით ნაკარნახევი ევროპული მომავალი, მოვითხოვთ ნიკა მელიას და მასთან ერთად დაკავებული ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას,“ - ამის შესახებ პოლიტიკურ პარტიების, დეპუტატების, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ჯგუფების განცხადებაშია ნათქვამი.