"ჯოჯოხეთი! საშინელება! რა ხდება, შემოსევაა?!" - რა კადრები ვრცელდება მუხიანიდან
"რა ხდება მუხიანში, ვინმე მეტყვის?" - წერს მუხიანის ჯგუფში სოციალური ქსელის მომხმარებელი და ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც უამრავი მწერი ჩანს.
ვიდეოს კომენტარებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"ბევრგანაა...
სახლი მაქვს სავსე...
მეც იმდენი მოვკალი. რა უბედურებაა ეს.
დღეს განსაკუთრებით ბევრი იყო ყველგან...
ვაიმე, მთელი დღე ამათ დავდევ. მე-6 სართულზეც კი არიან...
ვარკეთილში იყო ახლა. პატარა მწვანე კალიებივით..... გაივსო სახლი, მეცხრე სართულზე.
შესაბამის სამსახურებს რომ დაუკავშირდეთ, შეწამლონ, თორემ სანამ არ აცივდება, ეგენი გამრავლდებიან...
მართლა რა ხდება? დღეს პირველად შევამჩნიე...
ავტობუსშიც ძალიან ბევრი იყო ამ საღამოს...
ამას მფრინავ ჭიანჭველებს ეძახიან.
ჯოჯოხეთი...
აუ, რა ხდება... დღეს ვნახე მე პირველად. დაფენილი თეთრეული იყო სავსე. დაფერთხვით არც გაშორდა, სათითაოდ გავაცალე. დასარეცხია თავიდან...
რა ხდება?! ჩემთანაც შემოსევა იყო დღეს...
ვარკეთილიდან გადმოსახლდნენ...
მეგონა, მე გავგიჟდი. მეშვიდეზე წუხელ სარეცხს რომ ვფენდი, იმდენი დამესია, ცოტა შემეშინდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ერთი-ორი ეგრე ყველგან ყოველთვის არის, მაგრამ მუხიანში ასე არასდროს შემიმჩნევია.
საშინელებაა, ქინქლების შემოსევაა" - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.