ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში, რის გამოც სხდომა შეწყდა
დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა, რომლე იც მაგიდაზე იყო განთავსებული.
ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.